четверг, 11 августа 2011 г.

"ნაკლებად ცნობილი სახელმწიფოები"


პროექტის სახელწოდება:   “ნაკლებად ცნობილი სახელმწიფოები“
მთავარი იდეა:   გაეცნონ ბავშვები იმ სახელმწიფოებს, რომელთა შესახებ ნაკლებად საუბრობენ.
პროექტის აქტუალობა:  ძირითადად ტელევიზიასა და სხვა საინფორმაციო საშუალებებში   ფიგურირებს   ერთი  და   იგივე სახელმწიფოს სახელები.მოსწავლეებმა იციან, რომ მსოფლიოში  210-ზე მეტი სახელმწიფოა,მაგრამ იცნობენ მხოლოდ დიდ და შედარებით განვითარებულ სახელმწიფოებს  და არ იციან, რომ მათ გარდა არსებობს პატარა ქვეყნები  თავისი ტრადიციებითა და კულტურით.
ეს პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლის ცოდნის გაღრმავებასა და შემეცნებითი არეალის გაფართოებას..
პროექტის მიზნები:   მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება, მეტი იფორმაციის მოპოვება,  რაც  თავის   მხრივ ხელს შეუწყობს კვლევა-ძიების, ინფორმაციის მოპოვების, დაყოფის, დახარისხების , დაჯგუფების , კომუნიკაციის უნარ-ჩვევების   გამომუშავებაში,  ასევე  თანამედროვე ტექნიკური საშუალებების უკეთ დაუფლებაში.
მონაწილეთა ასაკი:   XI-კლასი (16-17 წლის)
ნაურუ
ვადები/ხანგრძლიობა - 3 თვე
მოსალოდნელი შედეგები:   მოსწავლეები მოიპოვებენ ვრცელ,  ყველასათვის საინტერესო   მასალებს,  შექმნიან  ბლოგს,  სადაც განათავსებენ მოპოვებულ ინფორმაციებს, ფოტოებს და ვიდეომასალას,გააკეთებენ დასკვნებს,  პრეზენტაციებს,დადებენ მასალებს ინტერნეტში.
პროექტისათვის საჭირო რესურსები:   კომპიუტერი, ბიბლიოთეკა, ფოტოაპარატი,ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა:  მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, თითოეული ჯგუფი მოიპოვებს ინფორმაციას ერთ   სახელმწიფოზე , მის  გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე,პოლიტიკურ  მდგომარეობაზე, რეჟიმზე,  ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ დაყოფაზე, მმართველობის ფორმებზე, სიმბოლოებზე, თავისებურებებზე, ტრადიციებსა და  რელიგიაზე. 
პროექტის დასრულების შემდეგ, სკოლის  სააქტო დარბაზში ,მოსწავლეები თავის ნაშრომებს  სრულად წარუდგენენ    მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს- ვიზუალური მასალის გამოყენებით.
საგნებთან კავშირი:   გეოგრაფია, ისტორია, სამოქალაქო განათლება.
პროექტის ხელმძღვანელი:  ნანა გოგია
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:nanikogogia1970@gmail.com
გაკვეთილის გეგმა:სახელმწიფო

Комментариев нет:

Отправить комментарий